შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

არჩევნების მეორე ტურისთვის 3 მილიონი ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა

26 ივნისი, 2014 • ნიუპრესი • 30

არჩევნების მეორე ტურისთვის 3 მილიონი ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა

“წინასწარი გაანგარიშებით, არჩევნების მეორე ტური დაახლოებით 5 მილიონი ლარი დაჯდება”

მერობისა და გამგებლების არჩევის მეორე ტურებისათვის, დაახლოებით 5 მილიონი ლარი დაიხარჯება, აქედან 3 მილიონი ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.
დღეს ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომაზე წარადგინა განკარგულების პროექტი, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფას ითვალისწინებს.
“წინასწარი გაანგარიშებით, არჩევნების მეორე ტური დაახლოებით 5 მილიონი ლარი დაჯდება. 1 600 000 ლარზე მეტი ცესკო-ს ანგარიშზე ნაშთი დარჩა, რომელსაც ის გამოიყენებს. დამატებით ამ ეტაპზე გამოვყოფთ 3 მილიონ ლარს. არჩევნების დასრულების შემდეგ, როცა ზუსტი ინფორმაცია გვექნება, შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ”, – განმარტა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. ინტერპრესნიუსი

თეგები: არჩევნებიარჩევნები 2014მეორე ტური