ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შსს-ს მაშველებმა ბორჯომის ტყე-პარკში გაუჩინარებული გერმანელი ექსპერტის ცხედარი იპოვეს

28 ივნისი, 2014 • ნიუპრესი • 44

შსს-ს მაშველებმა ბორჯომის ტყე-პარკში გაუჩინარებული გერმანელი ექსპერტის ცხედარი იპოვეს

ექსპერტი 7 ივნისს ბორჯომის ხეობაში დასასვენებლად წავიდა. 10 ივნისს მისი დაკარგვის შესახებ შეტყობინება „112“-ში შევიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებთან ერთად, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში დაკარგული 73 წლის გერმანელი მეცნიერის, ჰანს ჰოეფლეს ცხედარი იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს სამაშველო ჯგუფებმა ბორჯომის ტყე-პარკში საძიებო-სამაშველო ღონისძიება აწყურიდან ბაღდათის მიმართულებით, ახალ მარშრუტზე, 26-27 ივნისს ჩაატარეს. მდინარე ლაიშურას ხეობის დეტალური დათვალიერებისას გერმანელი მეცნიერის, ჰანს ჰოეფლეს ცხედარი ხევში აღმოაჩინეს.

გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე ჰანს ჰოეფლე საქართველოში გერმანიის საერთაშორისო განვითარების საზოგადოების მოწვევით იმყოფებოდა. ექსპერტი 7 ივნისს ბორჯომის ხეობაში დასასვენებლად წავიდა. 10 ივნისს მისი დაკარგვის შესახებ შეტყობინება „112“-ში შევიდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველებმა საძიებო-სამაშველო სამუშაოები იმავე დღეს დაიწყეს. გერმანელი მეცნიერის ცხედარი 27 ივნისს იპოვეს. ცხედარი ქუთაისში გადაასვენეს, სადაც მას ექსპერტიზა ჩაუტარდება.

თეგები: ბორჯომიექსპერტიცხედარი