საცალო ვაჭრობაში ინვესტირებისთვის ყველაზე პერსპექტიული ქვეყნების რეიტინგში საქართველო მეშვიდე ადგილზე მოხვდა . კონსალტინგური კომპანია A.T.Kearney-ის 2014 წლის Global Retail Development Index-ის თანახმად, საქართველო გასულ წელთან შედარებით ერთი პოზიციით დაწინაურდა.
GRDI-ის რეიტინგში საქართველოს ერთი პოზიციით მეზობელი სომხეთი უსწრებს, რომელიც მეექვსე ადგილს იკავებს. რეიტინგში რუსეთს მე-12 ადგილი უჭირავს, აზერბაიჯანი კი 30 ქვეყანას შორის ბოლო საფეხურზეა.
ამასთან, საცალო ვაჭრობაში ინვესტირებისთვის ყველაზე პერსპექტიული ქვეყანა რეიტინგის მიხედვით, ჩილეა, მეორე ადგილზე ჩინეთია, ხოლოდ მესამე პოზიცია ურუგვაის უკავია.
GRDI-ის რეიტინგში სულ 30 განვითარებადი ქვეყანა შედის. ქვეყნების შეფასება ხდება მთელი რიგი მაკროეკონომიკური და დარგობრივი პარამეტრების გათვალისწინებით. ipn.ge
GRDI-ის რეიტინგში საქართველო ერთი პოზიციით დაწინაურდა
29 ივნისი, 2014 • ნიუპრესი • 31
რეიტინგში რუსეთს მე-12 ადგილი უჭირავს.
თეგები: ვაჭრობა • რეიტინგი • საქართველო
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები