შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

განმეორებით კენჭისყრაზე ამომრჩეველთა აქტივობამ 12:00 საათისთვის 16,41% შეადგინა

29 ივნისი, 2014 • ნიუპრესი • 31

განმეორებით კენჭისყრაზე ამომრჩეველთა აქტივობამ 12:00 საათისთვის 16,41% შეადგინა

9 ოლქის 14 უბანზე 13 956 ამომრჩევლიდან 12:00 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ 2,290-მა მიიღო.

განმეორებით კენჭისყრაზე ამომრჩეველთა აქტივობამ, 12:00 საათის მდგომარეობით, 16,41% შეადგინა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა, ეკა აზარაშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, 9 ოლქის 14 უბანზე 13 956 ამომრჩევლიდან 12:00 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ 2,290-მა. აქედან ყველაზე მაღალი აქტივობა, 44.11% ხონში დაფიქსირდა.
მომდევნო საინფორმაციო ბრიფინგი კენჭისყრის მიმდინარეობისა და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ცესკოში 17:30 საათზე გაიმართება.
წყარო: ipn.ge

თეგები: არჩევნებიმეორე ტურისაქართველო