შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

განმეორებით კენჭისყრებში, ხონში ხმათა უმრავლესობა “ნაციონალების” კანდიდატმა მოიპოვა

30 ივნისი, 2014 • ნიუპრესი • 33

განმეორებით კენჭისყრებში, ხონში ხმათა უმრავლესობა “ნაციონალების” კანდიდატმა მოიპოვა

ხონის გარდა, ყველა საარჩევნო ოლქში კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატი ლიდერობს.

თვითმმართველობის არჩევნების მაჟორიტარული წესით ჩატარებული განმეორებითი კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ხონის გარდა, ყველა საარჩევნო ოლქში კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატი ლიდერობს. ხონში ხმათა უმრავლესობა “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა მოიპოვა, სადაც ყველაზე მაღალი აქტივობაც დაფიქსირდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების მაჟორიტარული წესით ჩატარებული განმეორებითი კენჭისყრის შედეგები გვიან ღამით გამოაცხადა.
თვითმმართველობის არჩევნების მაჟორიტარული წესით განმეორებითი კენჭისყრა 9 საარჩევნო ოლქის 14 უბანზე გუშინ ჩატარდა.
ipn.ge

თეგები: არჩევნები 2014ნაციონალებიხონი