ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რატომ დაიჭირეს სარკოზი?

1 ივლისი, 2014 • ნიუპრესი • 29

რატომ დაიჭირეს სარკოზი?

ადგილობრივი მედიის ცნობით სარკოზს ამ ეტაპზე მხოლოდ 24 საათიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პოლიციის ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. სარკოზი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საქმეზე ჩვენების მიცემის მიზნით პარიზის გარეუბანში, ქალაქ ნანტერის პოლიციის განყოფილებაში მივიდა, რა დროსაც ის აიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, მას გამოძიება 2007 წლის არჩევნების დროს, წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით არალეგალური თანხების მოძიებას და კორუფცულ გარიგებებში შესვლას ედავება. ფრანგული პრესა წერს, რომ სწორედ ამ ბრალდების საფუძველზე პოლიციამ სარკოზის სახლი და ოფისი გაჩხრიკა. ადგილობრივი მედიის ცნობით სარკოზს ამ ეტაპზე მხოლოდ 24 საათიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ პატიმრობის ვადა გაიზარდოს. pirveliradio.ge

თეგები: ნიკოლა სარკოზიპრეზიდენტისაფრანგეთი