ქუთაისის ცენტრალურ უბანში არსებულ შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეყვანილი, დილიდან მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები პოლიციამ შეაჩერა. როგორც პოლიციის თანამშრომლები newpress.ge-სთან განმარტავენ, მათ მშენებლობის შეჩერების თაობაზე ფართის მესაკუთრე, შპს “სმარტ ფინანსი” გააფრთხილეს. პოლიციის წამომადგენელთა განცხადებით, შსს განყოფილებას მოქალაქემ მიმართა, რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგინა. პოლიციელთა მისვლის შემდეგ ადგილზე მომუშავე პირებმა სამშენებლო სამუშაოები შეწყვიტეს.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ადგილას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “სმარტი” ოფისის გაფართოებას გეგმავდა. თუმცა, newpress.ge-თან საუბარში “სმარტში” ინფორმაცია უარყვეს.
ქუთაისში ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში სარემონტო სამუშაოები შეჩერდა
1 ივლისი, 2014 • დეა მანაგაძე • 27
ადგილზე პოლიციელთა მისვლის შემდეგ მომუშავე პირებმა სამშენებლო სამუშაოები შეწყვიტეს.
თეგები: პოლიცია • სმარტი • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები