შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ჭიაბერაშვილი – მრცხვენია მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების

9 ივლისი, 2014 • თეკლე მორგოშია • 29

ჭიაბერაშვილი – მრცხვენია მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების

ჭიაბერაშვილმა სასამართლო დარბაზიდან სოლიდარობა გამოუცხადა ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავას და ბაჩო ახალაიას, რომელთაც პოლიტპატიმრები უწოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც ამ დროისათვის ივანე მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს, ჭიაბერაშვილმა მოსამართლე მარინე იმერლიშვილს მიმართა. ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჭიაბერაშვილმა მოსამართლეს მოუწოდა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს და განუმარტა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილების მიუხედავად “ნაციონალური მოძრაობის” ბედი დღეს არ წყდება. ჭიაბერიაშვილის თქმით, მას რცხვენია მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, რადგან ისინი პოლიტიკური გადაწყვეტილებებია.

ჭიაბერაშვილმა სასამართლო დარბაზიდან სოლიდარობა გამოუცხადა ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავას და ბაჩო ახალაიას, რომელთაც პოლიტპატიმრები უწოდა. მან ასევე განაცხადა,რომ ყველა ეს ქმედება – დაჭერები და მოსამრთლეთა გადაწყვეტილებები მიმართულია “ნაციონალური მოძრაობის” დასამარებისკენ.

თეგები: პოლიტპატიმრებისასამართლოჭიაბერაშვილი