შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ბიზნესკომპანიები, არჩევნებში მონაწილეობის სანაცვლოდ, მოქალაქეებს ფასდაკლებას სთავაზობენ

10 ივლისი, 2014 • ნიუპრესი • 26

ბიზნესკომპანიები, არჩევნებში მონაწილეობის სანაცვლოდ, მოქალაქეებს ფასდაკლებას სთავაზობენ

ამომრჩევლებს მოუწოდებენ გამოცხადდენ დღის ბოლომდე წარადგინონ მარკირება სასურველ სავაჭრო ქსელებში და სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლონ.

12 ივლისს, არჩევნების მეორე ტურის დღეს, მარკირების წარმოდგენის შემთხვევაში, ბიზნესკომპანიები მომხმარებლებს ფასდაკლებას სთავაზობენ.

შესაბამისი სარეკლამო რგოლები სატელევიზიო სივრცეში უკვე ტრიალებს. მასში ნათქვამია, რომ “ბიზნესკომპანიები ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო” და ამომრჩევლებს მოუწოდებენ გამოცხადდენ მეორე ტურზე, გაიარონ მარკირება, დღის ბოლომდე წარადგინონ მარკირება სასურველ სავაჭრო ქსელებში და სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლონ.

კერძოდ, ისინი მიიღებენ 20%-იანი ფასდაკლებას “მაკდონალდსა” და “ვენდისში”, 22%-იანი ფასდაკლებას – აფთიაქებში – PSP, “ავერსსა” და “ჯი პი სი”-ში, 15%-იანი ფასდაკლებას “გუდვილსა” და “სმარტში”, ასევე 5-თეთრიან ფასდაკლებას “გალფსა” და “ვისოლში”.

commersant.ge

თეგები: ამომრჩეველიარჩევნებიბიზნესი