July 12, 2014

არჩევნების მეორე ტურში 13 გამგებლიდან ოთხს იმერეთის მუნიციპალიტეტებში აირჩევენ

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს: ხონში, თერჯოლაში, ტყიბულსა და ბაღდათში.

არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან” ხონში №41 ჯემალ მებუკე (“ქართული ოცნება”) და №5 ზურაბ ჯიბუხაია (“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”);თერჯოლაში №41 თეიმურაზ ჯაფარიძე (“ქართული ოცნება”) და №5 ტარიელ ფანჩულიძე (“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) ბაღდათში №41 ირაკლი გეგეშიძე (“ქართული ოცნება”) და №18 მევლუდ კიკნაველიძე (“სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა”),ტყიბულში №41 რობიზონ გვენეტაძე (“ქართული ოცნება”) და №3 თენგიზ ჭიქაბერიძე (“ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიცია”).

საქართველოს მასშტაბით დღეს 13 გამგებელს აირჩევენ.

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 15 ივნისს გაიმართა.