ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერია პარალიზებულია

14 ივლისი, 2014 • დეა მანაგაძე • 19

ქუთაისის მერია პარალიზებულია

ქუთაისის მერიას დღეისათვის არც ერთი თანამდებობის პირი და სამსახურის უფროსი არ ჰყავს.

ქუთაისის მერიას დღეისათვის არც ერთი თანამდებობის პირი და სამსახურის უფროსი არ ჰყავს. როგორც ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ განაცხადა, იმის გამო რომ მერიის მუშაობა არ გაჩერდეს, საკრებულოს პირველ სხდომაზე მერიის დებულების დამტკიცება მოხდა. “დღეს ყველანი კანონის ძალით მოხსნილი არიან, ამიტომაც ვიჩქარეთ რომ მერია არ გაჩერდეს. ეს დებულება ხვალიდან შევა ძალაში და ხვალ ვეცდები, რომ დილიდანვე დავიწყო თანამდებობის პირთა დანიშვნა. თუმცა, ესეც დროებითი იქნება საბოლოო რეორგანიზაციამდე,” – განაცხადა შოთა მურღულიამ. ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის თანახმად, მერიაში რეორგანიზაცია ცესკო-ს მიერ საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან 120 დღეში, 3 ნოემბრისთვის უნდა დასრულდეს.

თეგები: მერიაქუთაისიშოთა მურღულია