ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საკრებულოში 5 კომისია შეიქმნა

16 ივლისი, 2014 • თეკლე მორგოშია • 26

ქუთაისის საკრებულოში 5 კომისია შეიქმნა

კომისიების თავმჯდომარეები ფარული კენჭისყრით უნდა აირჩიონ.

ქუთაისის საკრებულოში 5 კომისია შეიქმნა. იურიდიული კომისიის თავმჯდომარის პოსტ კახაბერ დვალიშვილის კანდიდატურა დასახელდა. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ – ლელა ქელბაქიანი, ეკონომიკის, ქონების მათვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის – გურამ ტოროშელიძე, კულტურის, განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ ირმა პეტრიაშვილი დაასახელეს. ხოლო ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ თეიმურაზ ნადირაძე არის წარდგენილი.

ამ დროისთვის საკრებულოს სხდომაზე ნახევარ საათიანი შესვენება გამოცხადდა, რომლის დასრულების შემდეგ საკრებულოს დეპუტატებმა აღნიშნული კომისიების თავმჯდომარეები ფარული კენჭისყრით უნდა აირჩიონ.

თეგები: თავმჯდომარეკომისიაქუთაისის საკრებულო