|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაიამ ქუთაისის ბიუჯეტი დაწვა

       ,,თავისუფალი საქართველოს: იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ,  ქუთაისის მერიის წინ ბრიფინგი გამართა, სადაც 2015 წლის ბიუჯეტი საჯაროდ დაწვა.

         წულაიას განცხადებით,  2015 წლის ბიუჯეტში ერთი ლარიც კი არ არის განსაზღვრული ქუთაისის სტუდენტურ ქალაქად გადაკეთებისთვის, პარლამენტის აქ დატოვებისა  და ზოგადად,  ქალაქის განვითარებისთვის.

         ,,შემიძლია განვაცხადო, რომ ერთი ლარიც არ არის გათვალისწინებული 2015 წლის ბიუჯეტში, რომელიც ამ ქალაქის პერსპექტივისა და განვითარებისაკენ იქნება მიმართული. ლარი არაა განსაზღვრული იმისთვის, რომ ტურიზმი განვითარდეს, ქუთაისს სტუდენტური ქალაქის სტატუსი მიეცეს, დარჩეს პარლამენტი და ა.შ. დღევანდელი ხელისუფლება ამ ქალაქის განადგურებასა და დანაცრებას ცდილობს, სწორედ ამისკენაა მიმართული ეს ბიუჯეტი“ - განაცხადა წულაიამ და თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილი ბიუჯეტი საჯაროდ დაწვა.


ავტორი: გიგა გელხვიიძე