ქუთაისის საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები არჩეულია. კომისიების თავმჯდომარეები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან. კომისიის თავმჯდომარეების კენჭისყრაში მონაწილეობა 22-მა დეპუტტმა მიიღო ( სამი დეპუტატი საკრებულოს სხდომაზე დღეს არ იმყოფება). კახაბერ დვალიშვილს, რომელიც იურიდიულ კომისიას უხელმძღვანეებს ხმა 20-მა წევრმა მისცა. ორი კი წინააღმდეგი წავიდა. ლელა ქელბაქიანს საფინანსო -საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეობაზე მხარი 21-მა დეპუტატმა დაუჭირა და მხოლოდ ერთი იყო წინააღმდეგი. ასევე 21-მა წევრმა თანხმობა მისცა კულტურის, განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის საქმეთა კომისიის თავმჯდომარეობაზე ირმა პეტრიაშვილს, აქაც მხოლოდ ერთი აღმოჩნდა წინააღმდეგი. ანალოგიურად მოხდა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თეიმურაზ ნადირაძის არჩევისას – 21 მომხრე, ერთი წინააღმდეგი. ყველაზე ნაკლები ხმა ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარეობაზე გურამ ტოროშელიძემ მიიღო – 19 მომხრე, 2 წინააღმდეგი და ერთი ბათილი ბიულეტენი.
აღნიშნული კომისიების ახლადარჩეულ თავმჯდომარეებს საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა კომისიების ოპერატიულად დაკომპლექტებისკენ მოუწოდა.