ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერიის სამსახურების უფროსები დასახელდა

18 ივლისი, 2014 • დეა მანაგაძე • 18

ქუთაისის მერიის სამსახურების უფროსები დასახელდა

სამსახურებში ძირითადად, ამ დრომდე დროებით მოვალოების შემსრულებლები დატოვეს.

ქუთაისის მერიის ათივე სამსახურის უფროსის ვინაობა უკვე ცნობილია. სამსახურებში ძირითადად, ამ დრომდე დროებით მოვალეობის შემსრულებლები დატოვეს.
1. ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახური უფროსი – ზვიად ჯავახია 2. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური – ბაქარ ჭეიშვილი 3. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური – მალხაზ ბასილაძე 4. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის და განვითარების სამსახური – კახაბერ დალაქიშვილი 5. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახური – იოსებ გაბრიჭიძე 6. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური – ირაკლი ავალიანი 7. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო სამსახური – გიგა ზაუტაშვილი 8. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახური – ნიკოლოზ კოღუაშვილი 9. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის სამსახური – ვაჟა ჯუღელი 10. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური – ზურაბ მარგველაშვილი

თეგები: მერიასასახურების უფროსებიქუთაისი