July 22, 2014

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის საკითხებზე განმარტებებს არ აკეთებენ

ქუთაისის მერიაში ადგილობრივ თვითმმართველობაში მოსალოდნელ რეორგანიზაციასა და საჯარო მოხელეების ატესტაციის ჩატარების შესახებ განმარტებებს არ აკეთებენ. “ახალმა გაზეთმა” მერიის წარმომადგენლები აღნიშნულ საკითხებზე დაგეგმილ დისკუსიაში მოიწვია, თუმცა მათ უარი განაცხადეს დისკუსიაში მონაწილეობასა და განმარტებების გაკეთებაზე. დისკუსიაში, რომელიც დღეს ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, მონაწილეობა ასევე არ მიიღეს საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა. თვითმმართველობაში მოსალოდნელ რეორგანიზაციასა და საჯარო მოხელეების ატესტაციის ჩატარების შესახებ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ: საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენლები (“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი – ამირან ძოწენიძე, “ლეიბორისტული პარტიის” დეპუტატი სამსონ გუგავა, “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” დეპუტატი – დავით წიტაიშვილი) და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციასიის” ქუთაისის ფილიალის იურისტი, თამარ ფაჩულია. დისკუსიის სრული ვერსია იხილეთ გაზეთ “ახალი გაზეთის” ორშაბათის ნომერში (28 ივლისი).