შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოში – პირველი რიგგარეშე სხდომა ხმაურით მიმდინარეობს

23 ივლისი, 2014 • დეა მანაგაძე • 30

დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოში – პირველი რიგგარეშე სხდომა ხმაურით მიმდინარეობს

“ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართულ ოცნების” დეპუტატებს შორის კამათი საკრებულოს უმრავლესობის წევრის, ნატო ქათამაძის წინადადებას მოჰყვა.

ქუთაისის საკრებულოს პირველი რიგგარეშე სხდომა უმცირესობასა და უმრავლესობას შორის დაპირისპირებით დაიწყო. “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” დეპუტატებს შორის კამათი საკრებულოს უმრავლესობის წევრის, ნატო ქათამაძის წინადადებას მოჰყვა. ქათამაძემ საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დვალისგან მერიის სამსახურების უფროსების პოსტზე ახლადდანიშნული პირების ბიოგრაფიული მონაცემების მოკლე მიმოხილვა მოითხოვა. “კონკრეტული ადამიანების მიმართ არსებობს კითხვის ნიშნები და მათზე უნდა ვისმჯელოთ. ბევრი მათგანი წინა ხელისუფლების დროს არაკანონიერ საქმიანობასაც ეწეოდა” – განაცხადა ნატო ქათამაძემ. ქათამაძის ამ განაცხადებას “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატების მხრიდან გაცხარება მოჰყვა. როგორც დავით გოგისვანიძემ განაცხადა, წინა ხელისუფლების დროს მომუშავე ადამიანების თანამდებობაზე დანიშვნა დანაშაულს არ წარმოადგენს. “წინა ხელისუფლებაში მომუშავე ხალხი ახლაც რომ არ მუშაობდნენ თვითმმართველობაში, კარგად იქნებოდა თქვენი საქმე,” – განაცხადა გოგისვანიძემ.

თეგები: ნაციონალური მოძრაობაქართული ოცებაქუთაისის საკრებულო