July 24, 2014

მართლმადიდებელ ეკლესიას არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა სიმბოლურ ფასად გადაეცა

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 5 037 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცა.
შესაბამისი განკარგულება – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა.
საუბარია ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოჟიოში მდებარე 2 574 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ასევე ქუთაისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩა N13-ში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და თბილისში, თემქის XI მიკრორაიონში მდებარე 1863 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.
პრემიერის განკარგულების შესრულების უზრუნველყოფა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა. ipn.ge