შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ჭიათურაში საბაგიროების მშენებლობის პროექტისთვის მთავრობა 13 მილიონ 200 ათასიან სესხს იღებს

25 ივლისი, 2014 • ნიუპრესი • 28

ჭიათურაში საბაგიროების მშენებლობის პროექტისთვის მთავრობა 13 მილიონ 200 ათასიან სესხს იღებს

ესხის ხანგრძლივობაა 20 წელი, 6-წლიანი საშეღავათო პერიოდით.

ჭიათურაში, ქალაქის ცენტრის პერიფერიებთან დამაკავშირებელი საბაგიროების მშენებლობის პროექტისთვის მთავრობა 13 მილიონ 200 ათასიან სესხს იღებს.
პარლამენტს რატიფიცირებისათვის მიმდინარე წლის 13 მაისს ხელმოწერილი “საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური პროტოკოლი” წარედგინა.
პროტოკოლი მიზნად ისახავს ჭიათურის ცენტრის პერიფერიებთან დამაკავშირებელი ურბანული მექანიკური საბაგიროების აღჭურვილობისა და მშენებლობის პროექტების შეღავათიანი სესხით დაფინანსებას. სესხის მაქსიმალური ოდენობაა 13 მილიონ 200 ათასი ევრო, წლიური საპროცენტო განაკვეთით – 0.17%. სესხის ხანგრძლივობაა 20 წელი, 6-წლიანი საშეღავათო პერიოდით. bpn.ge

თეგები: საბაგიროსესხიჭიათურა