6, 7 და 8 აგვისტოს ქუთაისში საზაფხულო კინოჩვენებები გაიმართება
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, დაგეგმილია ღია ცისქვეშ ქართველ კინორეჟისორთა ფილმების ჩვენება, ასევე, ადგილობრივ მეწარმეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, - ინფორმაციას ქალაქის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ფილმების ჩვენება 6, 7 და 8 აგვისტოს მეფეთუბანში, თეთრი ხიდის მიმდებარედ გაიმართება.
კინოჩვენებების პროგრამა:
6 აგვისტო, 20:00 სთ.
მხატვრული ფილმი „შემთხვევითი პაემნები“ – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი;
მხატვრული ფილმი „ნამე“ – რეჟისორი ზაზა ხალვაში;
7 აგვისტო, 20:00 სთ.
მხატვრული ფილმი „არდადეგები“ – რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი; დოკუმენტური ფილმი „თეთრი რელიგია“ – რეჟისორი კონსტანტინე აბაშიძე;
8 აგვისტო, 20:00 სთ.
მხატვრული ფილმი „შინდისი“ – რეჟისორი დიტო ცინცაძე.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა



17:22
16:31
















