6 თებერვალს რესტორნების თვითნებურად გახსნის აქცია აღარ გაიმართება
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, 6 თებერვალს რესტორნები თვითნებურად აღარ გაიხსნებიან.
გადაწყვეტილება მთავრობის მიერ შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილებას უკავშირდება.
რესტორატორები მიიჩნევენ, რომ ეს წინგადადგმული ნაბიჯია და ისევ მიტანის სერვისით გააგრძელებენ საქმიანობას.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას. ამასთან მთავრობა მოუწოდა ობიექტებს, თვითნებურად ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, დაწესებული ფინანსური დახმარებით ვერ ისარგებლებენ.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა