|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

6 თვეში 2 860 საგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც 216 ადამიანი დაიღუპა

წელს 6 თვის განმავლობაში  2 860 საგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც დაიღუპა 216 ადამიანი, როლო 3 860  დაშავდა.  , - ამის შესახებ ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, აღნიშნული მონაცემები წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საკმაოდ გაზრდილია. განსაკუთრებით საგანგაშოა ლეტალობა, რომელიც 20%-ით არის გაზრდილი. 

მისი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ არსებულ სტატისტიკაში ფიქსირებულია მხოლოდ ადამიანური შეცდომებით გამოწვეული შემთხვევები, როგორიცაა სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მანევრირება, საპირისპირო ზოლში გადასვლა და სხვა. მაგრამ ასევე, უნდა არსებობდეს სტატისტიკა ინფრასტრუქტურის შესახებ.

„ჩვენ უნდა გვქონდეს სტატისტიკა, რომელიც გვეტყვის, ინფრასტრუქტურის ხარვეზის გამო ან სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობის გამო მოხდა შემთხვევები ან ეს იყო კომბინირებული შემთხვევები. ჩვენ უნდა გვქონდეს მთლიანი სურათი და არა მხოლოდ ადამიანურ შეცდომებზე დაფუძნებული. შესაბამისად, სახელმწიფოს გაუადვილდება მიზანმიმართულად ებრძოლოს შავ წერტილებს იმ დროს, როდესაც გვაქვს მთლიანი მიზეზები, გაატაროს ის რეფორმები, რომელიც ხელს შეუშლის საგზაო შემთხვევის შემცირებას. ყველა გატარებული რეფორმა პირდაპირ კავშირში უნდა იყოს შედეგებთან, სხვა შემთხვევაში, არცერთი ჯარიმის გაზრდას, არცერთ საკანონმდებლო ცვლილებას მნიშვნელობა არ აქვს, თუ მან შედეგი არ მოგვიტანა“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

 

ავტორი: