|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

6 თვეში საქართველოში 3 021 067 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის I-II კვარტალში საქართველოში 3 021 067 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. მათივე ცნობით, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა +5.6%-ია.

„იანვარი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში 2 123 816 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +10%-ია.

2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 1 720 516 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +4.2%-ია.

აპრილი-ივნისის პერიოდში საქართველოში 1 185 172 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა,  2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +9.2%-ია“, – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ადმინისტრაციის განმარტავებით, საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.

ავტორი: