სტუდენტები “კაზანტიპზე” დასასწრებად 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ, – ამის შესახებ საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ აქციას სტუდენტთა უფლებების ლიგა და “კაზანტიპის რესპუბლიკა” ერთობლივად ახორციელებენ.
“ერთობლივ აქციას ვთავაზობთ სტუდენტებს, რომლის თანახმად, სტუდენტები კაზანტიპზე დასასწრებ ბილეთებს 50%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ. ამჟამად კაზანტიპზე დასასწრებად ვიზა 400 ლარი ღირს, სტუდენტები კი ვიზას 200 ლარად შეიძენენ”, – აღნიშნა ნოდარ თათვიძემ.
“კაზანტიპის” ღონისძიება ანაკლიაში 20-დან 30 აგვისტომდე ჩატარდება. ipn.ge
“კაზანტიპის” ბილეთებს სტუდენტები ნახევარ ფასად მიიღებენ
4 აგვისტო, 2014 • ნიუპრესი • 24
“კაზანტიპზე დასასწრებად ვიზა 400 ლარი ღირს, სტუდენტები კი ვიზას 200 ლარად შეიძენენ”
თეგები: ანაკლია • კაზანტიპი • სტუდენტები
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები