შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

2008 წლის აგვისტოს ომიდან 6 წელი გავიდა

8 აგვისტო, 2014 • ნიუპრესი • 24

2008 წლის აგვისტოს ომიდან 6 წელი გავიდა

თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, სულ დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 6 წელი გავიდა. რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე , 14 პოლიციელი, ხოლო დაიჭრა 1 747. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე.
რაც შეეხება ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, სულ დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია, თუმცა კანონის გათვალისწინებით, ვინაიდან ორი წლის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს ვერც ცხედარი, არც რაიმე მინიშნება მათი სიცოცხლის შესახებ, მათ გარდაცვლილის სტატუსი მიენიჭათ. წყარო: ipn.ge

თეგები: დაღუპულებიომისაქართველო