სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად 10 წლის ბავშვი გარდაიცვალა

20 ოქტომბერი, 2014 • ნიუპრესი • 21

სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად 10 წლის ბავშვი გარდაიცვალა

იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად 10 წლის ბავშვი გარდაიცვალა

შემთხვევა გუშინ მოხდა. პაციენტი ქარელის რაიონიდან ძმასთან ერთად იაშვილის კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა. კლინიკის ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში რჩება სოკოთი მოწამლული მისი ძმაც.
როგორც იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განაცხადეს, ბოლო დღეებში სოკოთი მოწამვლის ფაქტებით კლინიკაში მიმართვიანობამ იმატა. მათივე ინფორმაციით, გუშინ კლინიკიდან 5 ბავშვი გაეწერა, თუმცა საავადმყოფოს ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში ამ დრომდე სოკოთი მოწამლული 7 პაციენტი რჩება.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ სოკოსგან მოწამვლით კიდევ ერთი ბავშვი გარდაიცვალა. ამასთან, ტოქსიკოლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ თავი შეიკავონ ტყეში დაკრეფილი სოკოს მიღებისაგან.
წყარო: ipn.ge

თეგები: იაშვილის კლინიკაინტოქსიკაციასოკო