შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„სარფში“ ერთ დღეში ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის 6 ფაქტი გამოავლინეს

17 აგვისტო, 2014 • ნიუპრესი • 27

„სარფში“ ერთ დღეში ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის 6 ფაქტი გამოავლინეს

მოქალაქეებზე დაწესებული ჯარიმა მთლიანობაში 29000 ლარამდეა.

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ 14 აგვისტოს დეკლარირების წესის დარღვევით ოქროს ნაკეთობების შემოტანის 6 ფაქტი გამოვლინდა.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ექვსივე შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა არადეკლარირებული საქონელი საბაჟო ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან შემოსული აზერბაიჯანის მოქალაქეების ბარგში აღმოაჩინეს.

მოქალაქეებზე დაწესებული ჯარიმა მთლიანობაში 29000 ლარამდეა, მათ 666 გრამზე მეტი ოქროს ნაკეთობები გადაჰქონდათ.

bpi.ge

თეგები: ოქროსარფის საბაჟოჯარიმა