შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მორიგი „სიურპრიზი “ ავტომობილების მძღოლებს საქართველოს მთავრობისგან

17 აგვისტო, 2014 • ნიუპრესი • 30

მორიგი „სიურპრიზი “ ავტომობილების მძღოლებს საქართველოს მთავრობისგან

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ წლიური გადასახადის ღირებულება 100-150 ლარი იქნება.

2015 წლიდან ავტომობილების პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო ხდება. ინფორმაციას ამის თაობაზე სადაზღვეო კომპანიები ავრცელებენ. უკვე შემუშავებულია რამდენიმე ეფექტური პაკეტი. რომელიც ავტომობილის მფლობელს სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობს.
ავტომფლობელის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სხვისთვის მიყენებული ზიანის დაზღვევას ითვალისწინებს. თუ ასეთი დაზღვევის მქონე ადამიანი სხვა ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას ზიანს მიაყენებს, დაზარალებული ადამიანის მკურნალობის, ან დაზიანებული ქონების შეკეთების ხარჯებს მთლიანად სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს.
ვარაუდობენ რომ სავალდებულო დაზღვევის ფასი იანვრიდან მოიმატებს. ამ ეტაპზე კი ცნობილია, რომ წლიური გადასახადის ღირებულება 100-150 ლარი იქნება. onlineinfo.ge

თეგები: ავტომობილებიდაზღვევარეგულაციები