შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში თევზი საქართველოში – საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა

17 აგვისტო, 2014 • ნიუპრესი • 23

ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში თევზი საქართველოში – საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ფალსიფიცირებული შებოლილი თევზის პროდუქტები არ შეესაბამებოდნენ სტანდარტს და მათი მოხმარება საშიში იყო ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს ორი მოქალაქე მისცა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ი/მ “რომან ქაჯაია” მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ ლევან ქაჯაიასთან ერთად მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატიურად, კუსტარული წესით ამზადებდა და ყიდდდა შებოლილი თევზის პროდუტებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ფალსიფიცირებული შებოლილი თევზის პროდუქტები არ შეესაბამებოდნენ სტანდარტს, შეცვლილი ჰქონდათ თვისობრიობა და მათი მოხმარება საშიში იყო ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე.

ambebi.ge

თეგები: თევზისაქართველოსაშიში