ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერია თბილისის მერიისგან საჩუქრად შუქნიშნებს მიიღებს

18 აგვისტო, 2014 • თეკლე მორგოშია • 15

ქუთაისის მერია თბილისის მერიისგან საჩუქრად შუქნიშნებს მიიღებს

ამის შესახებ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

ქუთაისის მერიამ შესაძლოა თბილისის მერიისგან საჩუქრად 7-8 ერთეული შუქნიშნები მიიღოს. ამის შესახებ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. მურღულიამ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა უმრავლეობას შუქნიშნების გამოცვლის წინადადებით მიმართა. “ქალაქში ძალიან ბევრ ადგილას შუქნიშნები დასამატებელია. ასევე გამოსაცვლელია არსებული შუქნიშნებიც. ვფიქრობ ასეთ საკითხებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება”, – განაცხადეს საკრებულოს “ნაციონალმა” დეპუტატებმა”. მურღულიას თქმით, ქალაქში შუქნიშნები ნადვილად დასამატებელი და გამოსაცვლელია. “ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება ამასთან დაკავშირებით თბილისის მერიასთან და შესაძლებელია, რომ თბილსმა გამოგვიგზავნოს 7-8 ერთეული შუქნიშანი”, – განმარტა შოთა მურღულიამ.

თეგები: მერიაქუთაისიშუქნიშნები