შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

განმუხურსა და ანაკლიაში 20-30 აგვისტოს წირვა-ლოცვა ყოველდღიურად ჩატარდება

20 აგვისტო, 2014 • ნიუპრესი • 31

განმუხურსა და ანაკლიაში 20-30 აგვისტოს წირვა-ლოცვა ყოველდღიურად ჩატარდება

“კაზანტიპი” ანაკლიაში დღეს იხსნება და 10 დღეს გაგრძელდება.

“კაზანტიპის” ფესტივალის მსვლელობისას, სასულიერო პირები აპირებენ, განმუხურსა და ანაკლიაში წირვა-ლოცვა ყოველდღიურად ჩაატარონ. ამის შესახებ მათ განცხადება ანაკლიაში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში პარაკლისის დასრულების შემდეგ გააკეთეს.
მათ გუშინ ასევე მსვლელობა გამართეს ანაკლიის ცენტრალურ ნაწილში და ქუჩები აკურთხეს.
როგორც სასულიერო პირები აცხადებენ, ეწინააღმდეგებიან “კაზანტიპს” და მოუწოდებენ ადგილობრივებს, არ მიიღონ მასში მონაწილეობა, რადგან “იქ სოდომ-გომორის ქადაგება ხდება”.
“კაზანტიპი” ანაკლიაში დღეს იხსნება და 10 დღეს გაგრძელდება. ipn.ge

თეგები: ანაკლიაკაზანტიპიწირვა-ლოცვა