ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

NDI – გამოკითხულთა 50% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად რჩება

25 აგვისტო, 2014 • ნიუპრესი • 23

NDI – გამოკითხულთა 50% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად რჩება

შესაბამის მოსაზრებას გამოკითხულთა 26% “სრულად ეთანხმება”, 24% კი “ეთანხმება”.

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 50% მიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად. უფრო კონკრეტულად, შესაბამის მოსაზრებას გამოკითხულთა 26% “სრულად ეთანხმება”, 24% კი “ეთანხმება”.
რესპონდენტთა 8% სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ არის გადაწყვეტილების მიმღები პირი მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან გადადგა, ასევე 9% აღნიშნულ მოსაზრებას “ეთანხმება”.
არც ერთ მოსაზრებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 3%, 28%-მა კი შეკითხვაზე პასუხი არ იცის.
იმ რესპონდენტებიდან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღები პირია, 34% აღნიშნულს ამართლებს, ხოლო 58% არ ამართლებს.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 23 ივლისიდან 7 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს გზით 3338 რესპონდენტი გამოიკითხა.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC საქართველო. ipn.ge

თეგები: NDIბიძინა ივანიშვილიგამოკითხვა