ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთის მუნიციპალიტეტებში დასუფთავების აქცია დილიდან მიმდინარეობს

29 აგვისტო, 2014 • ნიუპრესი • 25

იმერეთის მუნიციპალიტეტებში დასუფთავების აქცია დილიდან მიმდინარეობს

დასუფთავების არაპოლიტიკური აქცია მუნიციპალიტეტების ინიციატივით გაიმართა და მის მიზანს სისუფთავის დაცვა წარმოადგენს.

დღეს საქართველოს მასშტაბით დაგეგმილ დასუფთავების საყოველთაო აქციას იმერეთის მუნიციპალიტეტებიც შეურთდნენ. აქცია ყველა სოფელსა და ქალაქში ზუსტად ერთ დროს დილის 10 საათზე დაიწყო. წყალტუბოს რაიონში გამგებელმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენიმე ქუჩა წინასაარჩევნო მინიმალური ნარჩენებისგან გაწმინდეს. დასუფთავების არაპოლიტიკური აქცია მუნიციპალიტეტების ინიციატივით გაიმართა და მის მიზანს სისუფთავის დაცვა წარმოადგენს. აქცია არ არის ერთჯერადი, მსგავსი ტიპის ღონისძიებები მუნიციპალიტეტებში პერმანენტულად გაიმართება.

თეგები: აქციადასუფთავებაიმერეთი