1 სექტემბრიდან იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატი სამუშაო დღეს 9 საათიდან დაიწყებს. აღნიშნულის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა, ზაზა მეფარიშვილმა გუშინ, მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გამართულ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მეფარიშვილმა სამუშაო დღის 9 საათზე დაწყების რეკომენდაცია ასევე, სხდომაზე მოწვეულ იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტის გამგებლებსაც მისცა. საჯარო სამსახურებში სამუშაო დღის 9 საათზე დაწყების ინიციატივით პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა.
1 სექტემბრიდან იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია მუშაობას 9 საათზე დაიწყებს
30 აგვისტო, 2014 • დეა მანაგაძე • 23
საჯარო სამსახურებში სამუშაო დღის 9 საათზე დაწყების ინიციატივით პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა.
თეგები: გუბერნია • იმერეთი • სამუშაო დღე
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები