შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პირველკლასელთა რეგისტრაცია 1-ელ და 2 სექტემბერსაც იქნება შესაძლებელი

30 აგვისტო, 2014 • ნიუპრესი • 30

პირველკლასელთა რეგისტრაცია 1-ელ და 2 სექტემბერსაც იქნება შესაძლებელი

რეგისტრაციის უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთაც 2015 წლის 1-ელ იანვრამდე შეუსრულდებათ 6 წელი.

პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის განათლების სამინისტრო დამატებითი ვადებს აცხადებს. როგორც “ინტერპრესნიუსს” სამინისტროდან აცნობეს , ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო პირველკლასელთა რეგისტრაციისათვის განსაზღვრულ ვადებში ვერ უზრუნველყო შვილის სკოლაში რეგისტრაცია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ პირველკლასელთა რეგისტრაციის დამატებით ვადებად განისაზღვრა 1-ელი და 2 სექტემბერი.
რეგისტრაციისათვის საჭიროა ბავშვის მშობელმა, ან კანონიერმა წარმომადგენელმა მიმართოს სკოლას და თავისუფალი ადგილების არსებობის შემთხვევაში, სკოლას წარუდგინოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაცია.
რეგისტრაციის უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთაც 2015 წლის 1-ელ იანვრამდე შეუსრულდებათ 6 წელი ან 2013-2014 სასწავლო წელს სწავლობდნენ კერძო სკოლის მოსამზადებელ კლასში და შეუსრულდათ 5 წელი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოუწოდებს ყველა მშობელს, რომელთა შვილების ასაკიც შეესაბამება კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და სკოლაში ჯერ კიდევ არ არიან რეგისტრირებულნი, 1-ელ და 2 სექტემბერს მიმართონ სკოლებს და არ დატოვონ შვილები ზოგადსაგანმანათლებლო სივრცის მიღმა. ipn.ge

თეგები: განათლების სამინისტროპირველკლასელებისკოლა