დეპუტატები პარლამენტის ისტორიულ შენობაში ბრუნდებიან. პარლამენტის საშემოდგომო სესია ხვალ თბილისში, რუსთაველის #8-ში ბიუროს სხდომით გაიხსნება. ბიუროს წევრები თბილისში, განახლებულ ბიუროს სხდომათა დარბაზში შეიკრიბებიან.
დღეს კი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მედიის წარმომადგენლებს პარლამენტის განახლებულ შენობას პირადად დაათვალიერებინებს.
არსებული ინფორმაციით, თბილისში საკომიტეტო მუშაობა წარიმართება, თუმცა პლენარული სხდომების გამართვის ადგილი კვლავ ქუთაისი იქნება.
კონსტიტუციაში რჩება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი. საკანონმდებლო საქმიანობის ნაწილობრივად თბილისში გადმოტანის გადაწყვეტილება კი, პარლამენტის რეგლამენტის იმ ჩანაწერს ეფუძნება, რომელიც გასვლითი საკომიტეტო სხდომების გამართვის შესაძლებლობას იძლევა. ipn.ge
პარლამენტის საშემოდგომო სესია ხვალ თბილისში გაიხსნება
1 სექტემბერი, 2014 • ნიუპრესი • 28
კონსტიტუციაში რჩება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი.
თეგები: კონსტიტუცია • პარლამენტი • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები