ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გიგი წერეთელი – როგორი იქნება ჩვენი ტაქტიკა პარლამენტის სანახევროდ გადმობარგებაზე, უახლოეს ხანში განვაცხადებთ

2 სექტემბერი, 2014 • ნიუპრესი • 20

გიგი წერეთელი – როგორი იქნება ჩვენი ტაქტიკა პარლამენტის სანახევროდ გადმობარგებაზე, უახლოეს ხანში განვაცხადებთ

გიგი წერეთელმა განაცხადა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს არასოდეს უთქვამთ, რომ საპარლამენტო პროცესების მონაწილე არ იქნებიან.

როგორი იქნება ჩვენი ტაქტიკა თბილისში სანახევროდ გადმობარგების, საკომიტეტო მუშაობის პირობებში, ამას განვსაზღვრავთ და უახლოეს პერიოდში ვაცნობებთ საზოგადოებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობიდან” გიგი წერეთელმა განუცხადა კითხვაზე, დაესწრებიან თუ არა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები თბილისში პარლამენტის ბიუროს სხდომას.
როგორც გიგი წერეთელმა განაცხადა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს არასოდეს უთქვამთ, რომ საპარლამენტო პროცესების მონაწილე არ იქნებიან.
“ამას ძალიან აქტიურად ვაკეთებდით იქ, სადაც კონსტიტუციით არის განსაზღვრული საქართველოს პარლამენტის ადგილი – ქუთაისში”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობას” მიაჩანია, რომ თბილისში კომიტეტების გადმოტანა არ შეესაბამება კონსტიტუციურ ჩანაწერებს, რომელიც არის პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით. იხილეთ ვრცლად. ipn.ge

თეგები: პარლამენტიქუთაისიწერეთელი