საქართველოს პარლამენტი დღეიდან მუშაობას ქუთაისში განაგრძობს. ბიუროს გადაწყვეტილებით, 12.00 საათზე ქუთაისში ბიუროს სხდომა გაიმართება, ხოლო 13.00 საათზე საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა ჩატარდება.
დეპუტატები მუშაობას საგაზაფხულო სესიაზე ინიცირებული კანონპროექტების განხილვით განაგრძობენ, ასევე დაგეგმილია უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მომზადებული რეზოლუციის პროექტის განხილვის დაწყება.
როგორც “ინტერპრესნიუსს” ფრაქცია “ქართული ოცნების” ხელმძღვანელმა გიორგი ვოლსკიმ განუცხადა, რეზოლუციის პროექტს სავარაუდოდ, დღეს მიიღებენ.
საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია გუშინ თბილისში გაიხსნა. ipn.ge
პარლამენტი დღეიდან მუშაობას ქუთაისში განაგრძობს
3 სექტემბერი, 2014 • ნიუპრესი • 23
13.00 საათზე საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა ჩატარდება.
თეგები: კანონპროექტი • პარლამენტი • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები