სამართალდამცველებმა ვანის რაიონის სოფელ ფერეთაში მცირეწლოვანი ბავშვის “გაუთოვებაში” ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი დააკავეს , – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. ვანში მომხდარ ფაქტზე ამჟამად უკვე ორი პირია დაკავებული. ერთ-ერთი მათგანია 1993 წელს დაბადებული ალექსანდრე რ.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 1 სექტემბერს, ვანის რაინის სოფელ ფერეთაში, სამი ნიღბიანი პირი ქეთევან ო-ს საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. მათ სხეულის დაზიანებები მიაყენეს ქეთევან ო-სა და მის მცირეწლოვან შვილს. დამნაშავეები ფულსა და ძვირადღირებულ ნივთებს ითხოვდენ. მათ სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაზარალებულის სახლიდან ოქროს ნივთები და კლავიშებიანი სინთეზატორი წაიღეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ყველა პირის ვინაობა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დაადგინეს.
გამოძიება ყაჩაღობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 376-ე მუხლით.
2 დღის წინ, ვანის რაინის სოფელ ფერეთაში უცნობმა პირებმა 4 წლის ბავშვი “დააუთოვეს”. ipn.ge
მცირეწლოვანი ბავშვის “გაუთოვებაში” ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი დააკავეს
4 სექტემბერი, 2014 • ნიუპრესი • 55
ვანში მომხდარ ფაქტზე ამჟამად უკვე ორი პირია დაკავებული.
თეგები: დაუთოვება • ვანი • კრიმინალი
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები