შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოში ძლიერი სეტყვაა მოსალოდნელი

4 სექტემბერი, 2014 • ნიუპრესი • 43

საქართველოში ძლიერი სეტყვაა მოსალოდნელი

დასავლეთ საქართველოში უახლოესი ორი დღის განმავლობაში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.

საქართველოს მასშტაბით უახლოესი ორი დღის განმავლობაში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი.

ამის შესახებ “ნიუპოსტს” გარემოს დაცვის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიურ ცენტრში განუცხადეს.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ხვალ და ზეგ სინოპტიკოსები სეტყვას ვარაუდობენ. რაც შეეხება ჩრდილო-მთიან რაიონებს, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, მათ შორის ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი დევდორაკში. დასავლეთ საქართველოში უახლოესი ორი დღის განმავლობაში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. რაც შეეხება დედაქალაქს, დღეს და ხვალ მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ეს ყველაფერი მაღალი ტემპერატურის ფონზე მოხდება. მომდევნო დღეებიდან წვიმა მოსალოდნელი აღარ იქნება.

newpost.ge

თეგები: ამინდისეტყვაწვიმა