შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სასამართლომ ხატია ვედმედევა ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორის თანამდებობაზე აღადგინა

5 სექტემბერი, 2014 • ეკა კუხალაშვილი • 28

სასამართლომ ხატია ვედმედევა ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორის თანამდებობაზე აღადგინა

სასამართლომ ქუთაისის ოპერის თეატრის ყოფილი დირექტორის გათავისულების ბრძანება ბათილად ცნო.

ქუთაისის ოპერის თეატრის ყოფილი დირექტორის ხატია ვედმედევას განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი სარჩელი დააკმაყოფილა. ვედმედევას თქმით, სასამართლომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება ბათილად ცნო. „რადგან ბრძნება ჩემი გათავისუფლების შესახებ ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს გოგი ჭიჭინაძეს ქონდა დაწერილი კულტურის სამინისტორომ მოპასუხე მესამე პირად გოგი ჭიჭინაძე და ოპერის თეატრი ჩართო. სასამართლომ დაამტკიცა რომ გოგი ჭიჭინაძის გადაწყვეტილება იყო არასწორი და მისი ბრძანება ბათილად ცნო”, – აღნიშნა ხატია ვედმედევამ.

ხატია ვედმედევა აცხადებს, რომ ის ოპერის თეატრის დირექტორის თანამდებობას დაუბრუნდება.

ქუთაისის ოპერის თეატრში სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ამ დროისთის ინფორმაციას არ ავრცელებენ.

თეგები: აღდგენასასამართლოხატია ვედმედევა