საბაჟო გამშვები პუნქტის “სარფის” კონტროლის ზონაში, 5 სექტემბერს, აკრძალული მედიკამენტის უკანონო შემოტანის მცდელობა გამოვლინდა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.ფ.-ის ბარგისა და ხელბარგის დათვალიერებისას, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 48 აბი ფსიქოტროპული ნივთიერების შემცვლელი მედიკამენტი LYRICA აღმოაჩინეს.
უწყების ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა 7 სექტემბერს, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი პრეპარატის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს საბაჟო გამშვებ პუნქტში “ვალე”. ირანის მოქალაქე კ.რ.ფ.-ის ხელბარგის დათვალიერებისას, მათ 10 აბი COLDAX აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, ფაქტების შესახებ მასალები რეაგირების მიზნით, შესაბამისად შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოსა და სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას გადაეცათ. ipn.ge
სარფში აკრძალული მედიკამენტის უკანონო შემოტანის ფაქტი გამოვლინდა
8 სექტემბერი, 2014 • ნიუპრესი • 33
ხელბარგის დათვალიერებისას, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 48 აბი ფსიქოტროპული ნივთიერების შემცვლელი მედიკამენტი LYRICA აღმოაჩინეს.
თეგები: ლირიკა • მედიკამენტები • შემოსავების სამსახური
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები