შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საბავშვო ბაღების ააიპ გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

10 სექტემბერი, 2014 • თეკლე მორგოშია • 28

ქუთაისის საბავშვო ბაღების ააიპ  გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ნანა ლორთქიფანიძე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის, ლევან გოგელაშვილის მეუღლეა.

ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწებულებათა ააიპ გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. აღნიშნული გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, ნანა ლორთქიფანიძე 20 აგვისტოს დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე გაერთიანების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. ლორთქიფანიძე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის, ლევან გოგელაშვილის მეუღლეა. “მე 20 აგვისტოს დავწერე განცხადება დაკავებული თანამდებობიდან წასვლის შესახებ”, – ამბობს ააიპ გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელი, მაია პაქსაძე. ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ააიპ გაერთიანების ხელმძღვანელს კონკურსი არ ეხება და მას ქუთაისის მერი ნიშნავს.

თეგები: აიპინანა ლორთქიფანიძესაბავშვო ბაღები