ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისსა და წყალტუბოში ამერიკელი და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის აქცია გაიმართება

10 სექტემბერი, 2014 • დეა მანაგაძე • 27

ქუთაისსა და წყალტუბოში ამერიკელი და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის აქცია გაიმართება

სოლიდარობის აქცია 10 სექტემბერს, 22:00 საათზე გაიმართება.

10 სექტემბერს, 22 საათზე ქუთაისსა და წყალტუბოში სოლიდარობის აქცია გაიმართება. წყალტუბოში, მშვიდობიანი სოლიდარობის აქცია “არა ტერორიზმს და არა სეპარატიზმს” სპორტის სასახლის წინ მიმდებარე სკვერში გაიმართება, ხოლო ქუთაისში – ცენტრალურ მოედანზე. “ვუცხადებთ სოლიდარობას ამერიკელ ხალხს, 13 წლის წინ ნიუ იორკში მომხდარი ტერორისტული ტრაგედიის გამო და ასევე, უკრაინელ ხალხს, დღესდღეობით უკრაინაში მიმდინარე ხელოვნური პროცესებისა და სეპარატიზმის გაღვივების გამო,” – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები და ყველა მსურველს აღნიშნული სოლიდარობის აქციაში მონაწილეობისთვის იწვევენ.

თეგები: აქციასოლიდარობაუკრაინა