ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

კომუნისტების აქცია ქუთაისში – საქართველოს ნატოში არ მიიღებენ

10 სექტემბერი, 2014 • თეკლე მორგოშია • 23

კომუნისტების აქცია ქუთაისში – საქართველოს ნატოში არ მიიღებენ

კომუნისტები აცხადებენ, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ყოველგვარ სამხედრო ალიანსზე სხვა ქვეყანასთან.

“არა ნატოს”, “კეთილმეზობლობა რუსეთთან”, “შეწყდეს უცხოელებზე მიწების გაყიდვა” – აღნიშნული ლოზუნგებით ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები იყვნენ “საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის” წარმომადგენლები.. აქციის ორგანიზატორები საქართველოს მთავრობას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნისკენ მოუწოდებენ, რათა ქვეყანას სააკუთარი ფარმაცევტული და სოფლის მეურნეობის საწარმოების ბაზა ჰქონდეს. “ჩვენ ეს გვინდა იმისთვის, რომ საქართველოში არსებული ყველაზე დიდი გაჭირვება – შიმშილობა და უწამლობა აღმოიფხვრას. თუკი ხელისუფლება ამას გააკეთებს, შესაძლებელი გახდება სოციალურად შეჭრივებულ ფენას წამლები უფასოდ გადაეცეს,” – განაცხადა “საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის” თავმჯდომარემ, თემურ ფიფიამ. მისივე თქმით, საქართველომ უარი უნდა თქვას ყოველგვარ სამხედრო ალიანსზე სხვა ქვეყანასთან, რათა არ აღმოჩნდეს რომელიმე ქვეყნის მონობაში. თემურ ფიფიას აზრით, ნატოში გაწევრიანების იდეა არის ბლეფი და საქართველოს ალიანსში არ მიიღებენ. “რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთთან გვექნება მწყრალი ურთიერთობა, სწორედ ნატოს გამო,” – განაცხადა ფიფიამ.

თეგები: აქციაკომუნისტური პარტიაქუთაისი