ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტი შესაძლოა მუნიციპალური გახდეს

11 სექტემბერი, 2014 • დეა მანაგაძე • 22

ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტი შესაძლოა მუნიციპალური გახდეს

ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულ იდეას თვითმმართველობაში განიხილავენ.

newpress.ge-ს ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტი, შესაძლოა, მუნიციპალური გახდეს. როგორც ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურში აცხადებენ, აღნიშნულ იდეას თვითმმართველობაში განიხილავენ. “თუმცა, როდის გახდება საქალაქო ტრანსპორტი მუნიციპალური, ჯერჯერობით ცნობილი არაა,” – განაცხადა მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი აბესაძემ.

თეგები: მუნიციპალურიტრანსპორტიქუთაისი