ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საკრებულო საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებას ხვალ დაამტკიცებს

15 სექტემბერი, 2014 • თეკლე მორგოშია • 17

ქუთაისის საკრებულო საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებას ხვალ დაამტკიცებს

დებულების დამტკიცების შემდეგ, ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში კონკურსი გამოცხადდება.

ქუთაისის საკრებულოს ხვალ დაგეგმილ რიგგარეშე სხდომაზე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულებას დამტკიცებენ. დებულების დამტკიცების შემდეგ, ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში კონკურსი გამოცხადდება. ხვალისთვის დაგეგმილ საკრებულოს სხდომაზე სულ 11 საკითხია შეტანილი.

თეგები: საკონკურსო კომისიასაკრებულოქუთაისი