ქუთაისის საკრებულომ დღეს მიმდინარე რიგგარეშე სხდომაზე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულება დაამტკიცა. აღნიშნული დებულების დამტკიცების წინააღმდეგ საკრებულოს “ნაციონალი” დეპუტატები წავიდნენ. “ჩვენთვის გაურკვეველია, რატომ უნდა ჩატარდეს ატესატაციის შემდეგ გასაუბრება”, – განაცხადა “ნაციონალმა” დეპუტატმა, ბესო ბრეგაძემ. ბრეგაძეს ახსნა-განმარტებები ატესატაციასთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე, ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ მისცა. ქალაქის მერის განმარტებით, ატესტაციაში მხოლოდ მინიმალური მოთხოვნებია. “ამიტომაც საჭირო არის, ადამიანმა, რომელსაც შესყიდვების სამსახურში სურს დასაქმდეს, შესყიდვების შესახებ კანონი იცოდეს”, – განმარტა შოთა მურღულიამ.
ქუთაისის საკრებულომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება დაამტკიცა
16 სექტემბერი, 2014 • თეკლე მორგოშია • 19
ქალაქის მერის განმარტებით, ატესტაციაში მხოლოდ მინიმალური მოთხოვნებია.
თეგები: საკონკურსო კონკურსი • საკრებულო • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები