ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერიამ ახლადშექმნილ ააიპ გაერთიანებას 150 000 ლარი გამოუყო

18 სექტემბერი, 2014 • თეკლე მორგოშია • 20

ქუთაისის მერიამ ახლადშექმნილ ააიპ გაერთიანებას 150 000 ლარი გამოუყო

ააიპ საზოგადოებრივი ჯანმრთლეობის და უსაფთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი საბიუჯეტო სოციალურ პროგრამებს აერთიანებს.

ქუთაისის მერიამ მის მიერვე ახლადშექმნლ ააიპ საზოგადოებრივი ჯანმრთლეობის და უსაფთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრს 150 000 ლარი გამოუყო. აღნიშნული ააიპ ცენტრი მიმდინარე საბიუჯეტო სოციალურ პროგრამებს აერთიანებს. ააიპ ცენტრის შერქმნის გადაწყვეტილება ქალაქის ხელმძღვანელობამ დაახლოებით ერთი თვის წინ მიიღო.
ააიპ ადგილობრივმა თვითმმართველობამ თანხა მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესული ცვლილების თანახმად გადაურიცხა. ბიუჯეტში ცვლილება 16 სექტემბრის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცეს. საერთი ჯამში ბიუჯეტში 275 300 ლარის ცვლილება განხორციელდა.

თეგები: ბიუჯეტისოცდახმარებაქუთაისი