ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის ქონება დაყადაღებულია

19 სექტემბერი, 2014 • ნიუპრესი • 28

მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის ქონება დაყადაღებულია

დაყადაღებულ ქონებას შორის არის მიხეილ სააკაშვილის კუთვნილი ყვარლის სახლი, სანდრა რულოვსის ბინა, მიწის ნაკვეთები და ავტომანქანები.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ოთარ კახიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის კუთვნილი ქონება დაყადაღებულია. ამ თემასთან დაკავშირებით ოთარ კახიძე პრესკონფერენციას უახლოეს ხანში გამართავს.
როგორც კახიძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, დაყადაღებულ ქონებას შორის არის მიხეილ სააკაშვილის კუთვნილი ყვარლის სახლი, სანდრა რულოვსის ბინა, მიწის ნაკვეთები და ავტომანქანები.
ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი სახელმწიფო უწყებების მხრიდან მოგვიანებით გაკეთდება.
ipn.ge

თეგები: მიხეილ სააკაშვილიპრეზიდენტიქონება